რეზონანსი
(18.05.2024)

თსუ-ს იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, თა­მარ ზა­რან­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­თან მომ­ხდარ დღე­ვან­დელ და­პი­რის­პი­რე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა:

„სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თა­დერ­თი არ­ჩე­ვა­ნი არის ევ­რო­პუ­ლი გზა. ჩემი პი­რა­დი ის­ტო­რია რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ას­თან. მე მა­შინ სწო­რედ სტუ­დენ­ტურ ასაკ­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში უსახ­ლკა­როდ და უსამ­შობ­ლოდ დავ­რჩი.

მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ჩემი სი­ა­მა­ყე გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ, იმ კრი­ტი­კუ­ლი, პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც არი­ან ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს მო­მა­ვა­ლი. მათი ხედ­ვე­ბი და მიდ­გო­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხვა­ლინ­დელ დღე­ზე მაძ­ლევს იმედს, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­ლებს უკე­თე­სი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბას.

მი­უ­ღე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბა, მით უფრო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ჩრდილს აყე­ნებს უნი­ვერ­სი­ტეტს. ძა­ლა­დო­ბას არა­ნა­ი­რი ად­გი­ლი არ უნდა ჰქონ­დეს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მე ყვე­ლა იმ ახალ­გაზ­რდის გვერ­დით ვარ, ვინც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს პატ­რი­ო­ტიზ­მით და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აშე­ნებს" - წერს ზა­რან­დია.

ცნო­ბის­თვის, დღეს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხმა­უ­რი იყო. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მელ­მაც შე­ნო­ბა, ხმა­უ­რის ფონ­ზე და­ტო­ვა.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტებ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი შე­ძა­ხი­ლე­ბის ფონ­ზე გა­ა­ცი­ლეს. ასე­ვე, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყ­ვნენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლო ფრთის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც, იყო და­პი­რის­პი­რე­ბაც ახალ­გაზ­რდებს შო­რის. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ეკი­პა­ჟი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე