რეზონანსი
(18.05.2024)

ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომ საქართველოში ყალბი დოლარების ბრუნვა გაიზარდა. 

კერძოდ, სებ-ის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით - 58.1%-ით, ხოლო ევროს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა - 27.6%-ით შემცირდა.

ამასთან, სებ-ის ცნობით, სხვა უცხოური ყალბი ვალუტის რაოდენობა ასევე შემცირდა - 62.6%-ით, ხოლო ყალბი დოლარის ბანკნოტების რაოდენობა 9.9 პროცენტით გაიზარდა.

რაც შეეხება ლარის ყალბი მონეტების რაოდენობას, ის 2022 წელთან შედარებით 2.1 პროცენტით არის შემცირებული.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ლარის ყალბ ბანკნოტებს შორის ყველაზე მეტად 100-ლარიანები არის გავრცელებული. 2023 წელს გამოვლენილ ყალბ ფულს შორის 52.52% სწორედ 100-ლარიანებზე მოდიოდა. 21% 1-ლარიან მონეტებზე, 19.5% კი 50-ლარიანებზე მოდიოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე