რეზონანსი
(17.05.2024)

სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის სასარგებლოდ - რა მიზეზითაც ის აირჩიეს, ის ამ საქმეს ღალატობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან განაცხადა.

„საინტერესო კითხვას დაბადებს, როგორ შეძლებენ ბატონი გვარამია და ქალბატონი ზურაბიშვილი ერთ პარტიაში შეხმატკბილებულად მოღვაწეობას", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე