რეზონანსი
(17.05.2024)

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრის, დავით ქაცარავას მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას, მისი მეუღლე სოფია ხაჭაპურიძე, „ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებს.

მეუღლის ინფორმაციით, ქაცარავა კლინიკაში ორშაბათამდე რჩება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე პოსტოპერაციული დაკვირვება მიმდინარეობს",- აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, დავით ქაცარავას რუსული წინააღმდეგ გამართულ აქციებზე სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ. ქაცარავა მძიმე დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე