რეზონანსი
(16.05.2024)

2 დღის წინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. მან წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა და დაკავების დეტალებზე ისაუბრა:

"საერთოდ ვერ მივხვდით რაზე დაგვაკავეს, გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ გვაგინებდნენ, გვიღებდნენ ამავდროულად და დაგვაკავეს მოულოდნელად. დავით ქაცარავაც დააკავეს, ფიზიკურად საშინელ მდგომარეობაში იყო.

პარლამენტის წინ ვიდექი მეგობართან ერთად და წინიდან ვიღაცების აყვანა დაიწყეს და მაგას ვეხმარებოდი, რომ არ დაეჭირათ და მეც შემითრიეს მაგ მომენტში " ამბობს გრიგორიადისი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე