რეზონანსი
(16.05.2024)

„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს" დამფუძნებელი, ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, სავალუტო ბაზარზე დღეს აჟიოტაჟური, პანიკური ქცევაა. მისგან მომდინარე ეფექტები სტაბილური საფინანსო სისტემის პირობებში (პლუს რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი) მოკლე ვადაში მილევადია, რაც საქართველოში არაერთხელ დამტკიცდა.

"მხოლოდ ლარის კურსის შესახებ: სხვა თანაბარ პირობებში დღეს ლარის კურსის გარშემო არსებული ვითარება არანაირი ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორით (ინვესტიციები, წმინდა ექსპორტი, გადმორიცხვები, ტურიზმი) არ არის გამოწვეული. შესაბამისად, ეს არის აჟიოტაჟური და ნაწილობრივ პანიკური. რა თქმა უნდა აჟიოტაჟი და პანიკაც ფაქტორია, თუმცა, არანაირად ფუნდამენტური. ამიტომ, აჟიოტაჟური, პანიკური ქცევა და მისგან მომდინარე ეფექტები სტაბილური საფინანსო სისტემის პირობებში (პლუს რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი) მოკლე ვადაში მილევადია - ეს საქართველოში არაერთხელ დამტკიცდა და დამტკიცდა ისიც, რომ პანიკის და აჟიოტაჟის აყოლით ძირითადად სწორედ ფიზიკური პირები ზარალდებიან. ამასთან, არ ვფიქრობ, რომ ზოგადი ინფლაციური მოლოდინები სრულად გამქრალია. 

P.S. "სხვა თანაბარ პირობებში" მსოფლიოში ეკონომისტების საყვარელი გამოთქმაა, არათანაბარი პირობების შესახებ კი IMF-ის ეს კარგი ანალიზი შეგვიძლია ვნახოთ", - წერს გიორგი აბაშიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე