რეზონანსი
(15.05.2024)

სლოვაკეთის პრემიერმინისტრს რობერტ ფიცოს ესროლეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედიები ავრცელებენ.
როგორც წერენ, ფიცოს ესროლეს ქალაქ ჰანდლოვაში კულტურულ-საზოგადოებრივი ცენტრის წინ, სადაც მთავრობის სხდომა მიმდინარეობდა. ადგილზე მყოფი ჟურნალისტების თქმით, რამდენიმე სროლის ხმა ისმოდა.
სლოვაკეთის ლიდერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სავარაუდო თვითმხილველი პოლიციამ დააკავა.
ჰანდლოვა დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარეობს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი ეჭვმიტანილის დასაკავებლად გარბის.
პრორუსი ფიცო სლოვაკეთის ხელისუფლებაში გასული წლის სექტემბრის არჩევნების შემდეგ დაბრუნდა, პოპულისტურ-ნაციონალისტური კოალიციის ლიდერობით.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



