რეზონანსი
(15.05.2024)

ქართველი მომღერალი, თამთა საგანელიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ. გარდაცვალების მიზეზი მძიმე სენი გახდა.

თამთას ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან:

„ბოლოს ისე დაიტანჯა, უფალს ევედრებოდა შესთხოვდა "უფალო აღასრულე ნება შენი" და მართლაც აღასრულა..."

„საიდან დავიწყო არ ვიცი. ვიცი ის, რომ გაფრინდი და წახვედი ამ ყველაფრის შემდეგ... იფრინოს შენმა ანგელოზის სულმა მუდამ ჩვენო პრინცესა"

ცნობისთვის, ახალგაზრდა მომღერალი მძიმე სენს ებრძოდა. მის დასახმარებლად გასულ წელს მთელი საქართველო გაერთიანდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე