რეზონანსი
(14.05.2024)

აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი. როგორც “ინტერპრესნიუსს” დაკავებულის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განუცხადა, ის სამართალდამცველებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
"ლაზარე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით - წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა" - თქვა მისმა ადვოკატმა.
აქვს თუ არა დაკავებულს დაზიანებები, ამის შესახებ ადვოკატს დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



