რეზონანსი
(14.05.2024)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ობრაიენის შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ობრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათ-ნახევრი გაგრძელდა.

„საათ-ნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე