რეზონანსი
(14.05.2024)

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთიმ კითხვა დასვა, თუ როგორ უნდა შეიქმნას ნათელი მომავალი, მხოლოდ მმართველი პარტიის მჭიდრო მოკავშირე მართლმადიდებელი ეკლესიით.

„ახალგაზრდა თაობა ახდენს დემონსტრირებას, რომ ახლა დადგა გადამწყვეტი მომენტი ქუჩენში გასვლისთვის, და თუ ახალგაზრდა თაობა საკუთარი ქვეყნის მიმართ დაკარგავს ნდობას, ისინი დატოვებენ ქვეყანას, ამ ქვეყანას.

ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ეს გახლავთ ნიჭიერი, განათლებული, ევროპული ღირებულებების ახალგაზრდობს, მაგრამ როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა? ეცადეთ აბა, ამის გაკეთება! 

ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა მიხაილ როთმა პრესკონფერენციაზე.

ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის, ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვის, ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოში  ვიზიტით იმყოფებიან. თბილისში შეხვედრები გამართეს პაველ ფიშერმა, ბოგდან კლიხიმ, მიხაელ როთიმ, ჟიგიმანტას პავილიონისმა და სებასტიან ტინკინენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე