რეზონანსი
(14.05.2024)

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის აპრილის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 2,39 ათასი ტონა, რაც 0,57 ათასი ტონით ანუ 31,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,82 ათასი ტონა) შედარებით. 

მ/წლის აპრილის თვეში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,68 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 0,45 ათასი ტონა (18,8%); ირანი - 0,27 ათასი ტონა (11,3%);  გერმანია - 0,24 ათასი ტონა (10%), და სხვ.

2024 წლის აპრილის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 10,9 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 2,8%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (10,6 ათასი ტონა) შედარებით. 

მათ შორის, მ/წლის აპრილის თვეში  საავიაციო ნავთის იმპორტის 49,5%  (5,4 ათასი ტონა) განხორციელდა საბერძნეთიდან,  41,3% (4,5 ათასი ტონა) - თურქმენეთიდან,  6,4% (0,7 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 2,8% (0,3 ათასი ტონა) - რუსეთიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე