რეზონანსი
(13.05.2024)

მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე განთავსებული სცენიდან, აქციის ორგანიზატორების მხრიდან, სამოქმედო გეგმა გაჟღერდა, დემონსტრანტებმა ტერიტორიის დატოვება დაიწყეს.

"უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ხვალ, 10:00 საათზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაას და კენჭისყრით დამტკიცებას 14 მაისის პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე