
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციისას დაკავებულებს შორის გუკა რჩეულიშვილიცაა. ინფორმაციას მისი მეგობრები და აქტივისტები ავრცელებენ და ამბობენ, რომ თავად დაინახეს, როგორ გაიყვანეს რჩეულიშვილი ხელბორკილებით სამართალდამცველებმა.
"ახლა დავინახე კადრში: ვაჟიკო მარი და გუკა რჩეულიშვილი შეათრიეს და ბორკილებით გაიყვანეს" - წერენ ისინი.
"აბა დროზე გაიღვიძეთ" - წერდა რამდენიმე საათის წინ გუკა და საზოგადოებას აქციაზე წასვლისკენ მოუწოდებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს 20 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის ერთი რუსეთის და ამერიკის ორი მოქალაქე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



