რეზონანსი
(11.05.2024)

სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე პოლიციის სხვადასხვა დანაყოფია მობილიზებული. სამართალდამცავები იმყოფებიან ასევე, "ევროპის მოედანზე", პარლამენტის მიმდებარედ და მთავრობის ადმინისტრაცასთან.
სადაც "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან.
აღნიშნული კანონპროექტის გაპროტესტების მიზნით, მოქალაქეები დღეს ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით საბოლოოდ, "ევროპის მოედანზე" მივლენ, სადაც აქცია გაიმართება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



