რეზონანსი
(11.05.2024)

რუსთავში კლდიაშვილის სკვერში არსებულ ატრაქციონებიდან 15 წლის ბიჭი ჩამოვარდა და სახის არეში დაზიანებები მიიღო.

"ძირს ეგდო ბავშვი, მოვასუფთავე ბამბით, გადაჭრილი ჰქონდა მთლიანად სახე. გონზე კი იყო, მაგრამ ყვიროდა ხომ არ დავიბრიდებიო... მიკანკალებს ყველაფერი", - განაცხადა თვითმხილველმა "ინფო რუსთავთან საუბრისას და დასძინა, რომ ატრაქციონზე მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის.

ადგილზე მობიიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებული ბავშვი თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. 

"ინფო რუსთავი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე