რეზონანსი
(09.05.2024)

გიორგი აბაშიძის განცხადებით, ჩხრეკა მიმდინარეობს უჩა აბაშიძის შეყვარებულის სახლშიც.
„მეზობელმა დაურეკა ოჯახის წევრს, რომ რაღაც ხდებაო და იქნებ მოხვიდეთო, თორემ ისე საერთოდ ვერ გავიგებდით. პასუხს არავინ გვცემს რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ეს ყველაფერი, არც ორდერი წარმოუდგენიათ. მოვიდა ადვოკატი და მასაც არ უშვებენ. მაჩვენონ მაინც, ჩემს ძმას სიცხე ჰქონდა ბოლო ორი დღეა, ავადაა და მინდა ვნახო, რომ ჯანმრთელადაა. მითხრან სად გადაჰყავთ მაინც. უჩაზე ღია ადამიანი აღარ არსებობს, ყველაფერს, ცუდსაც და კარგსაც, ღიად სწერდა, ყველამ იცოდა რაც იყო რა აზრი ჰქონდა ჩხრეკას?", - განაცხადა გიორგი აბაშიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



