რეზონანსი
(08.05.2024)

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის განცხადებას ეხმიანება, სადაც საუბარია კონკრეტული პირების მიერ სპეცდანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებზე, რომლებიც ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები. მისი აზრით, ეს გახლავთ სწორედ გარედან შემოსული ფულებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ერთ-ერთი შედეგი, სადაც თურმე უწყინარ რამეებს ასწავლიდნენ მონაწილეებს.

„აქ ფბ-ში ზოგი ოპოზიციონერი გამწარებული მეკამათებოდა რა მაიდანი რის მაიდანიო, არადა გაქანებული მზადება მიდის პროცესების „მაიდანიზაციისათვის“.

ეს გახლავთ სწორედ გარედან (ვიცით საიდანაც) შემოსული ფულებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ერთ-ერთი შედეგი, სადაც მავანთ რომ ჰკითხო, თურმე უწყინარ რამეებს ასწავლიდნენ მონაწილეებს.

როგორც ერთხელ ითქვა: „ჭკუით ქართველებო!““- წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე