რეზონანსი
(03.05.2024)

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის აზრი, რუსული ძალების თეორიული გარღვევის შემთხვევაში, უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნის შესახებ არ არის სწორი.

დევიდ კემერონის თქმით, ალიანსის ქვეყნების ჯარების გაგზავნა უკრაინაში რუსეთის ძალებთან საბრძოლველად საშიში ესკალაცია იქნება.

„არ მგონია, რომ როდესაც ნატოს ჯარისკაცები რუს ჯარისკაცებს კლავენ, ეს სწორია", - აღნიშნა დევიდ კემერონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე