რეზონანსი
(03.05.2024)

ვეტო დავადე ე.წ ოფშორების კანონს და ვეტოს დავადებ ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ამასთან, აღნიშნავს, რომ საქართველოს იდენტობა ევროპულია და ურყევია ნებისმიერი მცდელობების მიუხედავად.

„ვეტო დავადე ე.წ ოფშორების კანონს და ვეტოს დავადებ ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

საქართველოს იდენტობა ევროპულია და ურყევია ნებისმიერი მცდელობების მიუხედავად",-წერს პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე