რეზონანსი
(02.05.2024)

საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, რის გამოც, დღეს დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება.
როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 14.00 საათამდე იმოქმედებს, ხოლო14:00 საათის შემდეგ, დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ.
შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები, მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



