რეზონანსი
(01.05.2024)

მოძალადეების ხმა სახელმწიფო ინსტიტუციებში არ უნდა ისმოდეს! - ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს.

„ჩვენმა საზოგადოებამ 29 აპრილს გაგცათ პასუხი, ვინ დგას მშვიდობის მხარეს და ვინ გამოხატავს მშვიდობიანად პოზიციას - ვინ არიან მოძალადეები და ვინ ახალისებს ძალადობას!", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით - მუხლობრივად მიმდინარეობს. ოპოზიცია განხილვის შეჩერებას და პროექტის ჩაგდებას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე