რეზონანსი
(01.05.2024)

რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ არსებობს. იყვნენ ადამიანები გამოსულები, ვინც რაღაცას აპროტესტებს, შეიძლება არ ეთანხმებოდეს ხელისუფლებას, ჰქონდეს სხვა მოსაზრება, მაგრამ ეს ყველაფერი ცივილურად უნდა გაკეთდეს - მშვიდობიანი ფორმით, ევროპული ღირებულებებით, - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.

„ქართლი ოცნების" გენერალური მდივნისა და თბილისის მერის შეფასებით, გუშინდელი აქცია იყო „რადიკალიზმი და ექსტრემიზმი".

„მაგრამ ის რაც გუშინ ვიხილეთ, ყველაფერს აცდენილია - არც ევროპულობაა, არც ევროპული ღირებულებები. ეს არის უბრალოდ რადიკალიზმი, ექსტრემიზმი, რომელიც უცხოური გავლენების მქონე ადამიანებისგან ფინანსდება სამწუხაროდ", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე