რეზონანსი
(30.04.2024)

სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებენ. სპეციალური გაფრთხილება წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით აქციაზე სულ ცოტა ხნის წინ გაისმა.
წყლის ჭავლის გარდა, პოლიცია მომიტინგეების დასაშლელად სხვადასხვა საპოლიციო ზომას მიმართავს, მათ შორის აქციაზე მოხდა ცრემლსადენი გაზის გაშვება.
იქამდე ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებმა ბარიკადები მოხსნეს და მათი საშუალებით გზის ჩახერგვა სცადეს. ახალგაზრდობის სასახლესთან კი აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აქციის რამდენიმე მონაწილემ პოლიციელების მისამართით საგნების სროლა დაიწყო. სამართალდამცველებმა რამდენიმე დემონსტრანტი ტერიტორიას განარიდა.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



