
ეს ფაქტობრივად ანგრევს იმ წლების მუშაობას, როდესაც ვიმუშავეთ ევროკავშირთან საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით, - ასე შეაფასა მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიებას.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამ ფაქტს ძალიან სამწუხაროს უწოდებს. ის ასევე აფასებს ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოსგან სააკაშვილის გათავისუფლებას, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონზე უარის თქმასა და გამჭვირვალობის კანონის გაწვევას ითხოვს.
„ძალიან რთულია ერთი პარლამენტარი მეორე პარლამენტარს ეუბნებოდეს, რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს და მერე ვსაუბრობდეთ საერთო ღირებულებაზე, რომლებიც არის მთავარი და ჰქვია დემოკრატია. დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტის წევრი მეორე ქვეყნის დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტის წევრს კარნახობს რა არის ამ ქვეყნის ინტერესში და რა კანონს მისცეს ან არ მისცეს ხმა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



