რეზონანსი
(22.04.2024)

სუს-ში აცხადებენ, რომ ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს. სკოლების ნაწილში მუშაობა უკვე დასრულდა, ნაწილში კი გრძელდება.

სუს-ის ინფორმაციით, იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამ დროისთვის არც ერთ სკოლაში არ არის აღმოჩენილი.

ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ტელეგრამარხებით გავრცელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებს უკავშირდება.

გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს თბილისის N146 საჯარო სკოლაც:

,,მშობლების, მასწავლებლების და მოსწავლეების საყურადღებოდ,

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით სკოლის მიმდებარე ტერიტორია და შენობა დეტალურად შემოწმდა შესაბამისი უწყების მიერ და ორშაბათიდან სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სხვათა შორის, ტელეგრამ არხი, რომელიც სკოლებში "ტერორისტულ აქტებს" აანონსებდა, წაიშალა. ამ დროის მონაცემით, არხი არ იძებნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე