რეზონანსი
(21.04.2024)

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათთან ხანძარია.

ცეცხლი ეკალბარდებს უკიდია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, არც მოსახლეობა ცხოვრობს ახლოს და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე