რეზონანსი
(21.04.2024)

უკრაინამ ანექსირებული სევასტოპოლის პორტზე ნეპტუნის ტიპის ფრთოსანი რაკეტით იერიში მიიტანა. თავდასხმის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
როგორც სევასტოპოლის ეგრეთ წოდებულმა გუბერნატორმა განაცხადა, უკრაინელებმა ერთ-ერთი გემის ჩაძირვა სცადეს, თუმცა შეტევა საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს. რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამჟამად ლიკვიდირებულია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



