რეზონანსი
(21.04.2024)

ისინი მსგავს აქციებზე პოპულარიზაციას უწევენ ძალადობას, ძალადობის კამპანიებს და ასევე სიძულვილსა და სიძულვილებს კამპანიებს, - ასე გამოეხმაურა რატი იონათამიშვილი ევროპის ლიბერალური ღონისძიების სახელით მიმდინარე კონფერენციას.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მსგავსი ღონისძიებების დახურულ ფორმატში ჩატარება იმის ნიშანია, რომ ორგანიზატორები რაღაცას მალავენ.

„დახურულ ფორმატში აკეთებენ ამას და არ უშვებენ კრიტიკულ მედიას. ეს ნიშნავს, რომ დასამალი აქვთ. ისინი მალავენ ამ ყველაფერს და ზუსტად ვიცით რატომაც, მაგრამ ვერ დამალავენ, ვიანიდან თავიანთ მზაკვრულ გეგმებს ვერასოდეს განახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში", - მიიჩნევს იონათამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე