რეზონანსი
(21.04.2024)

თურქეთის ხელისუფლებამ ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 36 ადამიანი დააკავა, - ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაკავების ოპერაციები ქვეყნის ოთხ პროვინციაში განხორციელდა.

იერლიკაია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან „ისლამურ სახელმწიფოს" დაფინანსებისა და მომარაგების ხელშეწყობაში.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში პოლიციამ არალიცენზირებული იარაღი ამოიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე