რეზონანსი
(21.04.2024)

უკრაინისთვის დახმარების პაკეტის მიღება ამერიკის ლიდერობაზე ნათელ სიგნალს აგზავნის, - ასე აფასებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტის მიღებას.
„მოვუწოდებ სენატს, სწრაფად გამოაგზავნონ დოკუმენტი, რათა შევძლო ხელი მოვაწერო მას და კანონად ვაქციო, რათა სწრაფად შევძლოთ უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნა“, - ნათქვამია ჯოზეფ ბაიდენის განცხადებაში.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის პირდაპირი და არაპირდაპირი დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



