რეზონანსი
(21.04.2024)

ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა გუშინ ღამით, ლიბანის სამხრეთ ნაწილში, სამ რაიონში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ რამდენიმე ობიექტს დაარტყა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.

თავდაცვის ძალების ცნობით, ერთ-ერთი თავდასხმის სამიზნე ტაირ ჰარფაში, ტერორისტული ჯგუფის ერთ-ერთ ობიექტზე, „ჰეზბოლას“ წევრი იყო.

ცალკეული დარტყმები განხორციელდა „ჰეზბოლას“ სადამკვირვებლო პუნქტზე ოდაისეში და შენობებზე ხიამში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე