რეზონანსი
(21.04.2024)

30 წლის მაქს აცარელო, რომელმაც ნიუ-იორკის სასამართლოს წინ, ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას თავი დაიწვა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მას ცეცხლი რამდენიმე წუთის განმავლობაში ეკიდა. თვითმხილველების თქმით, თავის დაწვამდე მამაკაცმა ბროშურები მიმოფანტა, შემდეგ თავზე სითხე გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ერთ-ერთი ამ ბროშურებიდან შეიცავდა შინაარსს „ბოროტ მილიარდერებზე“.

19 აპრილს ნიუ-იორკის სასამართლოში დუმილის სანაცვლოდ პირისთვის თანხის გადახდის საქმეზე დონალდ ტრამპის პროცესი გაიმართა. პროცესზე 12 ნაფიცი მსაჯული შეარჩიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე