რეზონანსი
(17.04.2024)

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ ლიდერებს ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ვაშაძეს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ.
დარბაზის დატოვებას წინ დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
ხმაურით განახლდა პარლამენტის დღევანდელი სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პოლიტიკური დებატები იმართება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



