
ფაქტია, უკვე მერამდენედ ხდება იმის გამოაშკარავება, რომ ხოშტარიები პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთიდან და შემდეგ ამ თანხებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ხარჯავენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა „ქრონიკის" ინფორმაციას, რომლის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე კიდევ ერთი გადარიცხვა განხორციელდა.
„დიდი კითხვის ნიშნებია საერთოდ არის ეს ანაზღაურება ვირსალაძის შემოქმედების ანაზღაურება თუ არა, მაგრამ ასეც რომ იყოს, ყოველგვარი რუსულის მიმართ სიძულვილი, მაგრამ განსაკუთრებული სიყვარული რუსული დაფინანსების მიმართ საიდან მომდინარეობს ამაზე უნდა გასცეს პასუხი ქალბატონმა ხოშტარიამ", - განაცხადა მათიკაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



