რეზონანსი
(14.04.2024)

სიდნეის სავაჭრო ცენტრში შეაიარაღებულ თავდასხმას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იმ ექვს დაღუპულს შორისაა, რომელსაც დანით შეიარღებული მამაკაცი ხალხმრავალ ადგილას გაუსწორდა.
ავსტრალიიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ დაასდევს სავაჭრო ცენტრის სტუმრებს ცივი იარაღით ახალგარზდა კაცი. კრიტიკულია დაჭრილების მდგომარეობა. ერთ-ერთი დაშავებულიი ბავშვია.
ადგილოვრივი მედია წერს, რომ 9 ადამიანის დაჭრასა და 6-ის მკვლელობაში მხილებულ კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ქალაქ სიდნეის სავაჭრო ცენტრ Westfield Bondi Junction-ში დანით თავდასხმას 6 ადამიანი ესმხვერპლა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



