რეზონანსი
(14.04.2024)

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი "მინივენი" ავარიაში მოჰყვა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. მომხდარი "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



