რეზონანსი
(14.04.2024)

ირანი, რომელმაც ბოლო 24 საათში ისრაელზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა, ისრაელს აფრთხილებს.

"თუ ისრაელი ამ დარტყმებს უპასუხებს, ჩვენი პასუხი უდავოდ, უფრო ძლიერი და გადამწყვეტი იქნება. ირანის ისლამური რესპუბლიკა არ დააყოვნებს გამოიყენოს თავდაცვის უფლება, როცა ეს საჭიროა", – განაცხადა გაეროში ირანის ელჩმა ამირ საიდ ირავანმა.

მისი თქმით, "ირანის დარტყმები იყო პასუხი ისრაელის მიერ დამასკოში მდებარე ირანის დიპლომატიურ ობიექტზე განხორციელებულ თავდასხმაზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე