რეზონანსი
(14.04.2024)

ცოტა ხნის წინ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე (ვაკე-საბურთალოს ახალი გზა) ავარია მოხდა. ფოტოებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი მანქანა ძლიერ დაზიანებულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გზა პარალიზებულია. დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით ცნობა არ გავრცელებულა. დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროში დგინდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე