რეზონანსი
(13.04.2024)

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა, - ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით, მეგობარ ქართველ ერს ეროვნული ნაკრების ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას მივულოცავ და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ", - ამბობს ყასიმ-ჟომართ თოყაევი.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფში გაიმარჯვა და საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ნახევარფინალში ლუქსემბურგს მოუგო (2:0), ფინალში კი პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხა.
ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას შეხვდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



