რეზონანსი
(12.04.2024)

თურქეთში, ანტალიაში, საბაგიროს კაბინა დაზიანდა, რის შედეგადაც 1 მგზავრი დაიღუპა და 7 დაშავდა, მათ შორის, 2 ბავშვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ინციდენტი დასავლეთ ანტალიაში, კონიაალტის პლაჟისა და მთის დამაკავშირებელ ფუნიკულიორზე მოხდა.
დაშავებულები, სამაშველო ვერტმფრენის დახმარებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები.
საბაგირო კალათის დაზიანების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



