რეზონანსი
(12.04.2024)

დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად, ისტორიაში პირველად, სწორედ, გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ოლაფ შოლცი საქართველოში მოიწვია.

„ჩვენს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ. მინდა ფედერალურ კანცლერს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. შემთხვევით ვსარგებლობ და ბატონო ფედერალურო კანცლერო, საპასუხო ვიზიტით გეპატიჟებით საქართველოში",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა", - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე