რეზონანსი
(12.04.2024)

მამაკაცი, რომელიც პსპ-ს აფთიაქში შეიჭრა, ნივთის დაზიანებისა და ხულიგნობის მუხლით დააკავეს.
თავდაპირველად მამაკაცი აფთიაქის წინ გამვლელებთან კონფლიქტში შევიდა, რომლებიც სიტუაციიდან გარიდების მიზნით აფთიაქში შევიდნენ, აღნიშნული პირი მათ აფთიაქში შეჰყვა, სადაც კონფლიქტი გაგრძელდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებისა და ხულიგნობას გულისხმობს.
წყარო: რუსთავის 2
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



