
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების" წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე იმედს გამოთქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში მსჯავრდებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.
„ლაზარე გრიგორიადისის საქმე არის ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო მაგალითი იმის, რომ შარშან სახელმწიფო და ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოს მიღმა, ისევე როგორც წელს, ახლა მიმდინარე პროცესებით. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს", - აღნიშნა დეკანოიძემ.
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება გრიგორიადისს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



