
კანონი არ წამიკითხავს, მაგრამ ტანით ვგრძნობ, რომ ამ კანონის მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, - ამის შესახებ მოცეკვავე თეა დარჩიამ „ქრონიკასთან" სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
„მე წინააღმდეგი ვარ რუსული კანონის. მე უშუალოდ კანონი არ წამიკითხავს, მაგრამ ტანით ვგრძნობ, რომ ამ კანონის მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება", - აღნიშნა დარჩიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი" გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან" დაკავშირებით კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან სხვადასხვა მოსაზრებები ისმის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



