რეზონანსი
(12.04.2024)

ქობულეთში, სოფელ ხუცუბაში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 70-წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ხანძრის დროს მამაკაცი საცხოვრებელ ბინაში მარტო იმყოფებოდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

„ისეთი ცეცხლი იყო, რომ ყველა გარეთ უნდა გამოსულიყო. მთელი კორპუსი დაიცალა".

სახლში ვერ შევიდოდით, რამე რომ გვემოქმედა, რადგან ხანძარი მთლიანად იყო მოდებული. ცეცხლი ალბათ სიგარეტით გაჩნდა იმიტომ, რომ დენი მაგას არ ჰქონდა და არც გაზი", - ამბობენ ადგილობრივები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე