რეზონანსი
(11.04.2024)

შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ქმრის მიერ მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან იკ­რი­ბე­ბი­ან, სა­დაც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას გეგ­მა­ვენ. რო­გორც შეკ­რე­ბი­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი უმ­კაც­რე­სად და­ი­სა­ჯოს.

მათი თქმით, რაულ დე­კა­ნა­ძემ ახალ­გაზ­რდა ქალი სას­ტი­კად მოკ­ლა და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი დე­დის გა­რე­შე და­ტო­ვა. ნა­თე­სა­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­კა­ვე­ბულს უმაღ­ლე­სი სას­ჯე­ლი, უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა უნდა მი­ე­სა­ჯოს.

"მათ შო­რის რა­ი­მე უთან­ხმო­ე­ბა არ ყო­ფი­ლა, უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი. ბო­ლოს და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია. ამის შემ­დეგ ჩა­ი­დი­ნა წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი მკვლე­ლო­ბა და ის უვა­დო პა­ტიმ­რო­ბით უნდა და­ი­სა­ჯოს. გუ­შინ ვი­ყა­ვი იმ ად­გი­ლას, სა­დაც მკვლე­ლო­ბა მოხ­და. უთ­ქვამს, გა­გა­სე­ირ­ნე­ბო. თოკი და დანა სა­ბარ­გულ­ში ჩა­უ­დია. ისე­თი ად­გი­ლია, ფე­ხით ძლივს ჩა­ვე­დი, მან­ქა­ნა იქ რო­გორ ჩა­იყ­ვა­ნა არ ვიცი.

მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნა ტყე­ში და აწა­მა. ყელი გა­მოჭ­რა. მე­ზღვა­უ­რი იყო, ჩა­მო­ვი­და და სას­ტი­კად აწა­მა. ყელ­ში რო­გორ გა­მო­უს­ვა დანა, 33 წლის გოგო გა­მო­ა­სალ­მა სი­ცო­ცხლეს. სა­სა­მარ­თლოს იმე­დი გვაქვს, რომ ჭეშ­მა­რიტ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. ხალ­ხი და­უც­ვე­ლია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში ადა­მი­ა­ნია და აუ­ცი­ლებ­ლად უმაღ­ლე­სი სას­ჯე­ლით უნდა და­ი­სა­ჯოს. მის­თვის სიკ­ვდი­ლი ბა­ი­რა­მო­ბაა, წა­მე­ბით უნდა ამოხ­დეს სული" ,- აცხა­დე­ბენ მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ქმარ­მა მე­ლა­ნო ქი­ზი­ნი­ძეს ყელი გა­მოჭ­რა. ახალ­გაზ­რდა ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ქმარ­მა კი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, სხე­ულ­ზე მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა, იგი ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სი დღეს 16:30 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. საქ­მეს მო­სა­მარ­თლე თა­მარ ბეჟა­ნიშ­ვი­ლი გა­ნი­ხი­ლავს.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე