
ეს კანონი [გამჭვირვალობის შესახებ] არის ანტიევროპული და ეს კანონი არის რუსულიო, ლაპარაკობენ. ამ სიცრუესთან გვაქვს საქმე. რატომ? პასუხი არ ისმის. ჩემი აზრით, ეს არის უდიდესი უპატივცემულობა სახელმწიფოსი, ქვეყნის ეროვნული თავმოყვარეობის. რა არის რუსული, რომელი პუნქტია? რომ არ შემოდიან ამ დისკუსიაში ეს არის, ჩემი აზრით, უდიდესი შეურაცხყოფა, - ამის შესახებ ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.
„თუკი მტერსა და მოყვარეს ვეძებთ, იქ მტერი და მოყვარე არსად წერია. მტრულია ყველა მოქმედება, რომელიც ფინანსდება, აღმოსავლეთიდან იქნება, ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან თუ სამხრეთიდან, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს რა არის მტრული მოქმედება. მაგალითად, რატომ ხდება, რომ რუსეთიდან დაფინანსებულ „დროას" ასევე დასავლეთიდანაც აფინანსებენ. რანაირად ხდება ეს ამბავი. „დროას" აფინანსებენ რუსეთიდან ათეულობით ათასი დოლარით თვეში, ეს გამოირკვა შემთხვევით, ხომ არავინ ადეკლარირებდა ამას, ასევე აფინანსებენ დასავლური დონორი ორგანიზაციებიც. რანაირად ხდება, რომ არ აინტერესებთ დონორ ორგანიზაციებს ის, რომ ექსტრემისტულ „დროას", რომელიც ასევე რუსეთიდანაც ფინანსდება, მაინც აფინანსებენ. რატომ ხდება? ამის გამჭვირვალობასთან არ გვაქვს ინტერესი? შინაარსში შემოსვლა იმიტომ არ უნდათ, რომ არგუმენტები არ აქვთ. რუსულს ვეღარ დაუძახებენ და ამიტომ ვერ შემოდიან შინაარსში", - აღნიშნა მდინარაძემ
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



