რეზონანსი
(10.04.2024)

დღეს, 10 აპრილის დაბა ასპინძაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელს ავტომობილი დაეჯახა, „სამხრეთის კარიბჭეს" ინფორმაციით, დაშავებული ჯერ ასპინძის, შემდეგ ახალციხის კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა.
როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია, ასპინძის კლინიკაში მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურებიდან ველოდებით.
წყარო: „სამხრეთის კარიბჭე"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



