რეზონანსი
(10.04.2024)

საქმის მასალების მიხედვით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ კომპანიის დირექტორმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია „X2“-ის ოფისში, კომპანიის დირექტორმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარეგინა. 

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე